ზელენსკი: პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა, ყველა საჭირო იარაღი, რათა უკრაინამ შეძლოს სიცოცხლის დაცვა

დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა, ყველა საჭირო იარაღი, რათა უკრაინამ შეძლოს სიცოცხლის დაცვა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს,  ახლა უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად საჭიროა  საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილებების მიღება.

“დროული და შესაფერისი გადაწყვეტილებები, ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის დროული მიწოდება – ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა სიცოცხლის დასაცავად.

ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ხერსონის, ოდესის ოლქები – ტერორისტებმა ერთ კვირაში ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებზე სულ მცირე 380 იერიში მიიტანეს, და დიახ – ასე ხდება ომის დაწყებიდან ყოველ კვირაში.

ყოველდღიური  რუსული ტერორი ხალხის, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ შეიძლება შეჩერდეს. პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა და საჭირო შეიარაღება, რათა უკრაინამ სიცოცხლე დაიცვას. მადლობა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს, რომლებსაც ესმით, რომ მიწოდების ოპერატიულობა და შეთანხმებების სრულად რეალიზება არის ის, რაც იცავს არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ერს, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს მიმართული რუსული ტერორი“, – წერს ზელენსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები