ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარების ნებართვას არცერთ სახელმწიფოს არ სთხოვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობის დამყარების ნებართვას არცერთ სახელმწიფოს არ სთხოვს.

„ჩვენ არ გვეკითხებიან, როცა ურთიერთობას აუმჯობესებენ, მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ ნებართვას არ ვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, ვისთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე დასძინა, რომ სომხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის საფუძველზე აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები