“მსოფლიომ კარგად უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის და ნაციზმს არცერთი შანსი არ უნდა მისცეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის რეგიონების სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და მომხდარი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმზე გამარჯვების ხსოვნას დაუკავშირა, რომელიც ქვეყანაში 8 მაისს აღინიშნება.

“50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი “შაჰედი” ლვოვის, ვინიცის, კიევის, პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვის რეგიონზე. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს, ტერორის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს. მსოფლიომ მკაფიოდ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს”, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამში გავრცელდა.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ღამის სარაკეტო იერიშის დროს რუსეთმა ენერგეტიკული ობიექტები ექვს რეგიონში დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები