FT: ლიეტუვა მზად არის, უკრაინაში სამხედროები გაგზავნოს

ლიეტუვა მზად არის, უკრაინაში საწვრთნელი მისიის ფარგლებში უკრაინაში სამხედროები გაგზავნოს. ამის შესახებ Financial Times-ი ლიეტუვის პრემიერმინისტრ ინგრიდა შიმონიტეზე დაყრდნობით წერს.

“შიმონიტემ Financial Times-ს უთხრა, რომ პარლამენტისგან ნებართვა აქვს,  უკრაინაში, სწავლების მიზნით, სამხედროები გაუშვას”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გარდა ამისა, როგორც შიმონიტემ თქვა, ლიეტუვას სურს, დაეხმაროს უკრაინას,”შეიარაღებული ძალების განახლების შესაძლებლობა ჰქონდეს”.

ამასთან დაკავშირებით, ვილნიუსი უარს ეტყვის თავშესაფარზე იმ პირებს, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან. ამავე დროს, მათი გამოვლენა ან დეპორტაცია არ მოხდება, რადგან, როგორც პრემიერი ამბობს, “ეს უკანონოა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები