აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, 741 ბენეფიციარს 100-100 ლარი ჩაერიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ფულადი დახმარება მიიღო:

• მრავალშვილიანმა ოჯახებმა;
• დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;
• 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა;
• მარტოხელა მშობლებმა;
• მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა;
• მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა;
• ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს)
• საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები);
• ავღანეთის ომის ვეტერანებმა;
• ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა;
• 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა;
• 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;
ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები