„პროდუქტები რომ გააძვირონ, კლიენტებს დაკარგავენ და კომპანიები სესხებს ვეღარ დაფარავენ“

„ქვეყანაში ლარის ჩუმი ინფლაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნული განცხადება „საზოგადოება 20/30“- ის წევრმა მიხეილ დონდუამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დონდუას განცხადებით, ინფლაცია კომპანიების გაკოტრების საფრთხეს ზრდის, რის გამოც კომპანიები ფასებს პროდუტებზე ვერ ზრდიან.
„ეროვნულმა ბანკმა ლარი გააძვირა იმიტომ, რომ თქვა, ინფლაციის საფრთხე იქმნებაო. ინფლაციის საფრთხე ასე იქმნება – კომპანიებს ფიქსირებული სესხი დოლარში აქვთ აღებული, მათ გაუძვირდათ წარმოების ხარჯები და ავტომატურად უნდა ვიფიქროთ, რომ პროდუქტი უნდა გაძვირდეს. რატომ არ აძვირებენ პროდუქტს? პროდუქტს თუ გააძვირებენ, მომხმარებელი დაიკარგება, პროდუქტს ვერ გაყიდიან და სესხს ვერ დააბრუნებენ. ამიტომ იძულებულები არიან, მოგება შეამცირონ, დროებით ზარალზე იმუშაონ, რომ კრედიტის დაფარვა შეძლონ. რეალურად ჩუმი ინფლაცია მიმდინარეობს. ეს მშვენიერ დღეს, როდესაც კომპანია გაკოტრდება, ინფლაციის მაჩვენებელი მყისიერად აიწევს. ამას ახლა მიხვდა ეროვნული ბანკი. შეიძლება აქამდეც ხვდებოდა და არ აკეთებდა, მაგრამ დღეს უკვე იძულებული გახდა ამის დეკლარირება მოეხდინა“,- განაცხადა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები