საბერძნეთში გამართულ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მებრძოლებმა წარმატებით იასპარეზეს
2024 წლის ოქტომბერში, საბერძნეთში გამართულ ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ გვასახელეს ქართველმა მებრძოლებმა.
11-12 ოქტომბერს, ყაზახეთში გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდგომ, სულ რამდენიმე დღეში, ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს სახეობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ლონდონში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი სანდრო თევზაძე, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის.
აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო ტურნირშიც, საქართველომ კვლავ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. სანდრო თევზაძის ოქროს მედალთან ერთად, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს ქართველმა ძმებმა გიორგი და ჯიმი რაზმაძეებმა.
ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (Brazilian Jiu-Jitsu, BJJ) საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ორიენტირებულია ბრძოლაზე მიწაზე და დაქვეითებაზე (გრაპლინგზე). მისი ძირითადი კონცეფციაა უფრო ძლიერი და დიდი მოწინააღმდეგის დაძლევა ტექნიკისა და სხეულის პოზიციონირების გამოყენების ხარჯზე, ნაცვლად სიძლიერისა.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ორთაბრძოლების აღნიშნული სახეობები საქართველოში შედარებით უფრო გვიან განვითარდა და გავრცელდა, აშკარაა ქართველი მებრძოლების უმაღლესი დონე და პროფესიონალიზმი, რაც სხვადასხვა დონის ასპარეზზე ნაჩვენებ შედეგებშიც თვალნათლივ აისახა.