დავით მათიკაშვილი – ეუთო/ოდირის შეფასებაზე: ვერსად ვერ ამოიკითხავთ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა

“ეუთო/ოდირმა არ დატოვა არც ერთი მილიმეტრი სივრცე ინტერპრეტირებისთვის თავის დასკვნაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც შუალედურ ასევე შემაჯამებელ დასკვნაში ეუთო/ოდირს არსად არ უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„იქ იყო საუბარი და პრესკონფერენციაზე ეს ცალსახად გამოიხატა, რომ არჩევნები შედგა, რომ ქვეყანას ჰყავს ახალი არჩეული პარლამენტი, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნაც, ბრიფინგით აცნობა შემაჯამებელი დასკვნაც და ვერსად ვერ ამოიკითხავთ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა ან შეიძლება მომხდარიყო ისეთი რაიმე ფაქტი, რომელიც ასეთ რადიკალურ ზიანს მიაყენებდა არჩევნების შედეგს. ასეთი რამ იქ არ წერია. ოპოზიციას სჭირს ასეთი მანკიერი სენი, რომ ნებისმიერი მოვლენიდან, დოკუმენტიდან, განცხადებიდან მას, რაც სურს მხოლოდ ის უნდა, რომ ამოიკითხოს დანარჩენზე თვალი დახუჭოს, მოატყუოს ან დაუმალოს საზოგადოებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები