დავით მათიკაშვილი: აუცილებლად მოვა ის დრო და ჟამი, როდესაც ევროკავშირი მეტად პარტნიორულ ურთიერთობებზე გადავა

“ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხელისუფლებაში რომ არის კონკრეტული პარტია, ის ხალხმა აირჩია, თუ დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან არასამთავრობოების მეშვეობით შემოდინებული ფულით მოხდა რაღაცების დაფინანსება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც ევროკავშირი მეტად პარტნიორულ ურთიერთობებზე გადავა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით, პატარა საქართველომ გადადგა ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ როდესაც ვართ პარტნიორები, როდესაც ვართ მეგობრები, არ უნდა ცდილობდე და არასამთავრობოების ხელით არ უნდა აფინანსებდე ისეთ პოლიტიკურ პროცესებს, რომლის უფლებაც არ გაქვს, კანონით აკრძალულია და მეგობრობისა და პარტნიორობის პრინციპებს არღვევს. ამ კანონმა მოაწესრიგა სწორედ ის, რომ თუ ვინმე პოლიტიკაში ფულს ხარჯავს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სურვილი აქვს ამის გაკეთების, ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ეს აშშ-შიც ასეა და სხვა ქვეყნები აქეთკენ მივლენ. ევროკავშირმა კი უკან გაიწვია კანონი გამჭვირვალობის შესახებ და სრულიად სამარცხვინოდ. იქ ჩაიწერა, რომ ეს კანონი რომ მივიღოთ, მორალური უფლება არ გვექნება, ქართველებს ვთხოვოთ, ამ კანონის უკან გამოთხოვაო, რაც არ იქნება არასდროს. მაგრამ, აუცილებლად მოვა ის დრო და ჟამი, როდესაც ევროკავშირი მეტად პარტნიორულ ურთიერთობებზე გადავა, ვიდრე ისეთ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომ მიუხედავად საზოგადოების განწყობისა, მიუხედავად არჩევნებში რომელი პარტია გაიმარჯვებს, ქვეყნის ხელისუფალი ის უნდა იყოს, ვისზედაც აქცენტს გააკეთებენ ბრიუსელიდან. ამისთვის უნდა მოხდეს, სწორედ „ენჯეო“ სექტორის გამოყენებით, ფაქტობრივად შავი ფულის არალეგალურად შემოტანა ქვეყანაში. ამ კანონით აი, ამის დაზღვევა ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები