ბოტსვანაში მმართველი პარტია 58 წლიანი მმართველობის შემდეგ გადააყენეს

ბოტსვანის მმართველი პარტია და პრეზიდენტი, მოკგვეცი მასისი არჩევნებში დამარცხდნენ. წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, რითაც მათი 58 წლიანი მმართველობა დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა კოალიციამ, “ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის” (Umbrella for Democratic Change) ოლქების უმრავლესობა მოიგო.

“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა მსურდა, პატივს ვცემ ხალხის ნებას და ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს. გვერდზე გავდგები და მხარს დავუჭერ ახალ ადმინისტრაციას”, – განაცხადა მასისმა.

მასის პარტია ბოტსვანის რესპუბლიკას 1966 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მმართავს.

ბოტსვანის მეზობელი ნამიბია არჩევნებს ამ თვის ბოლოს ჩაატარებს. ქვეყანას მმართველი პარტია SWAPO 1990 წლიდან მართავს. Reuters-ი წერს, რომ ნამიბია ასევე მძიმე გამოწვევის წინაშე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები