დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: კონკრეტული სქემებით ეს სამარცხვინო ადამიანები ჰპარავდნენ ქართულ ელექტორატს და „ქართულ ოცნებას“ ხმებს

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას” ხმები მოჰპარა.

„კონკრეტული სქემებით ეს სამარცხვინო ადამიანები ჰპარავდნენ ქართულ ელექტორატს ხმებს, ჰპარავდნენ „ქართულ ოცნებას“ ხმებს. ვითომ 300 ათას გაყალბებულ ხმაზეა საუბარი რადიკალების მხრიდან და ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ. 900 ათასი ხმით მოვუგეთ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილზე გასულ ოპონენტს და მილიონ ასი ათასი ხმა აიღო „ქართულმა ოცნებამ. იმდენად დიდი მასშტაბია, რომ ვერ შეძლეს მასშტაბური გაყალბება, რომ ამას რეალური ძლიერი შედეგი მოჰყოლოდა და „ქართულ ოცნებას“ დაეტყობოდა. მაგრამ ამის მცდელობა და კონკრეტული ფაქტები არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა,.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები