ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ზე მეტია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მატულობს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს ბოლო ათწლეულების მანძილზე, ვალენსიის ისტორიაში ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა. მხოლოდ ამ რეგიონში 202 ადამიანი გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ახლა დროებითი მორგია ქალაქ ვალენსიის გარეუბანში. კასტილა ლა მანჩასა და ანდალუსიაში კიდევ 3 მოქალაქე გარდაიცვალა.
დაზიანებულ ბევრ რაიონში მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ათასობით ადამიანი რჩება წყალზე, საკვებზე და მედიკამენტებზე წვდომის გარეშე, ხოლო ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიების ნაწილი მიუწვდომელია. დაახლოებით 75 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამინდი გაუარესდა სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან შაბათ-კვირას უხვ ნალექს ელოდებიან.