სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მას საპარლამენტო არჩევნების მთლიანობის გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს მან 30 სექტემბერს მიიღო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები