ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბას წინააღმდეგ განაჩენი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით შეცვალა
აფხაზ აქტივისტს, ჯანსუღ ადლეიბას, რომელმაც სოხუმში სროლა მოაწყო, 3-წლიანი პირობითი სასჯელი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადით შეუცვალეს, – ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
სოხუმის დე ფაქტო სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 17 ივლისს ადლეიბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართულებით სროლა მოაწყო, რომლებიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
ადლეიბა დამნაშავედ ცნეს ხულიგნობაში და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში, რომელიც იარაღის ან ისეთი ნივთის გამოყენებით არის ჩადენილი, რომელიც იარაღის მიზნით გამოიყენება.
ადლეიბამ პროტესტის ნიშნად სროლა იმ დროს დაიწყო, როდესაც სოხუმის დე ფაქტო პარლამენტი „აპარტამენტების შესახებ” კანონს განიხილავდა. მოგვიანებით ეს კანონი ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს.