გიორგი ვოლსკი: თუკი დღეს რაიმე განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის, ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც მას აქვს დასახული ასოცირების გეგმის მიხედვით
არავის ვეკეკლუცებით ევროკავშირთან დაახლოების ამ გარკვეული ტენდენციებით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გრაფიკს, რომელიც ჩვენ დავსახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩვენ არავის ვეკეკლუცებით ევროკავშირთან დაახლოების ამ გარკვეული ტენდენციებით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გრაფიკს, რომელიც ჩვენ დავსახეთ. თუკი დღეს რაიმე განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის, ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც მას აქვს დასახული ასოცირების გეგმის მიხედვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.