ამირან სალუქვაძე: არ ყოფილა მოლოდინი, რომ ოპოზიცია არჩევნებს აღიარებდა – დღემდე არცერთი არჩევნები არ უღიარებიათ

ოპოზიციას დღემდე არცერთი არჩევნები არ უღიარებია. იმის სინდისი და ნამუსი არ ჰყოფნით, რომ გამოვიდნენ და თქვან: შევცდით, 2018 წელს არ გაყალბებულა მეორე ტური და სალომე ზურაბიშვილი არის კანონიერი პრეზიდენტიო, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

„არ ყოფილა ის მოლოდინი, რომ ოპოზიცია არჩევნებს აღიარებდა. ახლა აქვთ ჩვეული მოლოდინები, რომ თუ ბევრი ხალხი მივა აქციაზე ამით რაღაცის დამტკიცება უნდათ. სხვა სიტუაციაში, სხვა მოვლენებზე ხალხის სიმრავლე გავლენას ახდენს, მაგრამ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 1, 120 000 ამომრჩეველმა, აქ რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს,. სხვას ვერაფერს დაამტკიცებენ“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, ხმების დაცვა უნდა მოხდეს სამართლებრივ ჩარჩოში.

„არსებობს პროკურატურა, სადაც დაწყებულია გამოძიება, შეიძლება უამრავი სხვა ფორმატის მოძებნა. ოპოზიციამ, დღემდე, საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ წარმოადგინა“, – აღნიშნა ექსპერტმა “ქრონიკის” ეთერში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

ცნობისთვის, “ახალის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები