დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ადრე თუ გვიან პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევთ
“ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უნდა გაიბითურონ თავი, მათ ადრე თუ გვიან პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ არჩევნების შედეგები უნდა მიიღოს.
„თუმცა, მანამდე, როგორც სჩვევიათ რადიკალებს, თუ სურვილი ექნებათ მოაწყობენ აქციებს და ხალხს ნერვებს მოუშლიან. როდესაც სიმართლე შენკენ არ არის, ყველა ასეთი პროცესი არის მარგინალური. გადადგან კონკრეტული ნაბიჯი, მიიღონ არჩევნები, მიიღონ დამარცხება, საკუთარ ელექტორატს სცენ პატივი და პარლამენტში შემობრძანდნენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.