წალენჯიხაში მამაკაცი დაჭრეს
წალენჯიხაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.