ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, ძარცვისთვის 39 ადამიანი დააკავეს

პოლიციელებმა დააკავეს 39 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ცდილობდნენ ესარგებლათ ქვეყანაში შექმნილი პირობებით და გაეძარცვათ სახლები და სავაჭრო ცენტრები.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო გვარდია ორიენტირებულია გადარჩენასა და დახმარებაზე, ისინი ასევე აკონტროლებენ ქონებას სახლებში, მაღაზიებსა და გზატკეცილზე.

„ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი: გადარჩენა, დახმარება და ძარცვის თავიდან აცილება, რადგან ახლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადეს სამოქალაქო გვარდიაში.

ვალენსიის მერის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს. მერის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, რადგან სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყანას დახმარება შესთავაზა და ამისთვის მზადყოფნა ნებისმიერ დროს გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები