„ისფედის“ დირექტორი ნინო დოლიძე მისივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პივიტიზე: თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი
“თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი”, – ამის შესახებ „ისფედის“ დირექტორი ნინო დოლიძე მისივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ პივიტიზე საუბრისას აცხადებს.
„ეს არავის ვალდებულება არ არის ჩვენი მხრიდან. ეს არის ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ აქედან გამომდინარე ის დამდგარი შედეგები ვერ იქნება გამოხატულება. თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.