ისრაელის სოფელ მეტულას მახლობლად, “ჰეზბოლას” სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ მეტულაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი სერიოზულად დაშავდა.
ებრაული მედიის ინფორმაციით, ხუთი გარდაცვლილი ადამიანიდან ერთი ისრაელის მოქალაქე, ხოლო დანარჩენი ოთხი – უცხოელი იყო.
ლიბანიდან გასროლილი 2 რაკეტა ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქთან ახლოს, სასოფლო-სამეურნეო ზონას მოხვდა.
ებრაული მხარე მომხდარში ლიბანში განლაგებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ადანაშაულებს.
ამასთან, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ცოტა ხნის წინ სირიაში იარაღის საცავებსა და სამეთაურო ცენტრებს დაარტყეს.