რეზო ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
რეზო ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ცხედარს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება
ცნობილი კინორეჟისორი 89 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 4 მაისს გარდაიცვალა.
რეზო ჩხეიძე 1926 წელს ქუთაისში დაიბადა. ცნობილ რეჟისორს არაერთი ფილმი აქვს გადაღებული, მათ შორის „ჩვენი ეზო“, „მაია წყნეთელი“, „განძი“, „ზღვის ბილიკი“, „ჯარისკაცის მამა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნერგები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ და სხვა.