კახეთში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

იტალიური კალიის გამოვლენისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ.
იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. მავნებლის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობა წელს მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
„მიმდინარე კვლევები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ეფექტიანად დავგეგმოთ კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები