ნასას სუპერტელესკოპები ახალი პლანეტების აღმოჩენას განაგრძობენ
ამერიკის ნაციონალურმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ (ნასა) შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის აგებას ითვალისწინებს. ის შეისწავლის არა მარტო მზის სისტემას, არამედ ჩვენი გალაქტიკიდან 30 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტებსაც. ახალ ტექნოლოგიას სახელწოდებით: ATLAST (Advanced Technology Large-Aperture Space Telescope) მსოფლიოს უმსხვილესი ფონდები დააფინანსებენ, რადგან მან ახალი სიტყვა უნდა თქვას კოსმოსის მომავალ შესწავლაში.