Axios: აშშ-მა ირანის ახალი წინადადება „შეთანხმებისთვის არასაკმარისად“ მიიჩნია

ვაშინგტონის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის ახალი წინადადება საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის საფუძვლად ვერ გამოდგება.

ამის შესახებ პორტალი Axios ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანმა წარადგინა განახლებული წინადადება ომის დასრულების შეთანხმების შესახებ, თუმცა თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ მას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აკლია და „შეთანხმებისთვის არასაკმარისია“.

პორტალი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ომის დასრულების შეთანხმების მიღწევა, მაგრამ განიხილავს მის განახლებას იმის გამო, რომ ირანმა უარი თქვა მის ბევრ მოთხოვნაზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დათმობებზე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

წყაროებმა დააზუსტეს, რომ ამერიკელი ლიდერი სამშაბათს თანაშემწეებთან „სამხედრო ვარიანტების განსახილველად“ შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები