როგორ ვმართოთ ბიზნესი სავაჭრო პროგრამის დახმარებით

დღესდღეობით ბიზნესის მართვა ავტომატიზირებული სისტემის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. არსებობს სპეციალური სავაჭრო პროგრამები, რომლებიც გაყიდვების, მარაგის, ფინანსური ტრანზაქციების კონტროლში გვეხმარება და მომსახურე პერსონალს რესურსების ეფექტურად გადანაწილების საშუალებას აძლევს. ეს არის საუკეთესო გზა დანახარჯების შესამცირებლად, მოკლე დროში პროცესების ოპტიმალურად შესრულებისთვის და სერვისის გასაუმჯობესებლად. iCash მარაგების მართვის სავაჭრო პროგრამაა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა სახის ანგარიშს, ინვენტარს და მართოთ თქვენი მთლიანი ბიზნესი.

ოპერატიულობა და მომსახურების გაუმჯობესება

მაღაზიასა და კვების ობიექტებში დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, განსაკუთრებით პიკის საათებში. iCash-ის ტიპის პროგრამა გეხმარება, მოლარემ ოპერატიულად იმუშაოს, მომხმარებელს კი ნაკლები ლოდინი მოუწიოს. სისტემაში მარტივად შეგიძლია:

  • პროდუქტებისა და კატეგორიების მართვა
  • ფასებისა და ფასდაკლებების კონტროლი
  • ნებისმიერი ტიპის ანგარიშსწორება

iCash-ი მომხმარებლებს სთავაზობს ანგარიშსწორების მარტივ მეთოდებს და თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობასთან (ფისკალური მოწყობილობები, სკანერები, სასწორები, POS ტერმინალები და ციფრული საფულეები). ეს ნიშნავს, რომ პროგრამა მარტივად მოერგება სხვადასხვა სამუშაო გარემოს და იოლად მოხდება მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება.

მარაგების მართვა 

სავაჭრო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მარაგების გამარტივებულად მართვაა. ეს გეხმარება, პროდუქტი არც ჭარბი რაოდენობით შეიძინო და არც დაგაკლდეს. iCash-ი გთავაზობს პროდუქტების მიღება-ჩაბარების მოქნილ სისტემას, რომელიც საშუალებას გაძლევს, თვალყური ადევნო ინვენტარს და ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა რაოდენობით დაგრჩა პროდუქტი. 

საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა

დოკუმენტებთან მუშაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და დიდ დაკვირვებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, ანგარიშგებების სისტემური აღრიცხვა და შენახვა. iCash-ის სავაჭრო პროგრამით, შესაძლებელია, მიღება/დაბრუნება RS.GE-დან და დოკუმენტების შაბლონების შექმნა სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად. როცა მსგავსი ტიპის ოპერაციები სტანდარტიზებულია, თანამშრომლებსაც ნაკლები შეცდომა მოსდით და მონაცემები უფრო ორგანიზებულია.

გაყიდვების მონიტორინგი და ანალიტიკა

ბიზნესის სწორად სამართავად მნიშვნელოვანია იცოდე, რომელი პროდუქტი მუშაობს საუკეთესოდ, დროის რომელ მონაკვეთშია პროდუქტზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელი ობიექტი ქმნის მეტ ბრუნვას, სად გაქვს გადახარჯვა და ა.შ. iCash-ი საშუალებას გაძლევს, გაყიდვების მონიტორინგი სხვადასხვა კრიტერიუმით აწარმოო – ობიექტების, ოპერატორების, თარიღებისა და სხვა მონაცემების მიხედვით. სისტემა ასახავს ბრუნვას, შემოსავლებს, ხარჯებს და ფინანსურ ნაკადებს, რაც გაძლევს სრულ სურათს შედეგებზე.

აქციები და ლოიალობა

მაღაზიებისთვის კონკურენცია ხშირად ფასსა და მომსახურებაზე გადის. iCash-ი მოქნილი საფასო პოლიტიკის წარმოების საშუალებას გაძლევს. სისტემაში მომენტალურად შეგიძლია ასახო პროდუქტის ღირებულებაზე ცვლილებები. iCash-ის ლოიალობის პროგრამა დაგეხმარება, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად მასზე მორგებული აქციები და ფასდაკლებები შესთავაზო.

სრული აღჭურვილობა

სავაჭრო პროგრამა მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როცა ტექნიკურადაც გამართულია. კომპანია gsn-ის გავლით, iCash-ი კომპანიებს გაყიდვების პროგრამის უზრუნველსაყოფად სრულ აღჭურვილობას გთავაზობს. 

შეჯამება

iCash, როგორც Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამა, სხვადასხვა ტიპის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მარტივად და ეფექტურად მართოს ლოგისტიკური პროცესები. ეს ამარტივებს კონტროლს და მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი ხდება სერვისების გაუმჯობესება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები