ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში დათმობებზე წასასვლელად მზად არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ჩიხის ფონზე, თეირანთან შეთანხმებისთვის რაიმე დათმობაზე წასვლა არ სურს.
ორშაბათს ტრამპმა „ნიუ-იორკ პოსტს“ განუცხადა, რომ ის „მზად არ არის“ თეირანისთვის რაიმე დათმობაზე წასასვლელად მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ირანის მხრიდან კიდევ ერთი, სავარაუდოდ, იმედგაცრუების მომგვრელი პასუხი მიიღო.
ამერიკის ლიდერმა გამოცემას ასევე განუცხადა, რომ სავარაუდოდ, ირანმა იცის, „რა მოხდება უახლოეს მომავალში“, თუ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს.