18 მაისს – მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად,  ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება.
მთელი დღის განმავლობაში თითოეულ მუზეუმში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, 23 მაისს, პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ღამის ღონისძიებები მოეწყობა.
პროგრამის მიმდინარეობისას დასწრება თავისუფალია, ხოლო დღის განმავლობაში მუზეუმები დამთვალიერებლებს ჩვეული რეჟიმით უმასპინძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები