ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას რუსთავში შეუერთდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავში გამართულ მსვლელობას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა ფოლკლორული ანსამბლ „ალავერდის“ კონცერტი, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინა პარაკლისი, ხოლო მოგვიანებით საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან გმირთა მემორიალამდე გაიმართა.

„ოჯახი ჩვენი საზოგადოების მთავარი საყრდენია. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ერთობა, ურთიერთპატივისცემა და ქვეყნის მომავალი. ვულოცავ ამ დღეს ყველას და მშვიდობას, სიყვარულსა და ერთობას ვუსურვებ“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი , ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები