18 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში საბაზისო პროგრამა – „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ განხორციელდება
მიმდინარე წლის 18 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბაზისო პროგრამა – „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“. სასწავლო პროცესში დმანისის, ასპინძისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთვებიან.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ის განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის.
პროგრამა შედგება 4 მოდულისგან:
- ადმინისტრაციული წარმოება;
- ეთიკა საჯარო სამსახურში;
- პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.