ალექსანდრე რაქვიაშვილი – „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია, მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? – იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი.

რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.

„ვერ მოვისმინე, ვერ გავიგე რაზეა აქცია. სადმე ითქვა, რა არის ამ აქციის მიზანი?- რომ შევიკრიბეთ ხალხიო… ეს არის პარტიული შეკრება მაშინ. ასე შეიძლება მარტო ვიწროპარტიული მიტინგი მოაწყო. სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო. მე არსად გამიგია ეთერში, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანია. მაგალითად 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან, ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“- განაცხადა რაქვიაშვილმა. ‎

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები