გაერო იმედოვნებს, რომ უგანდასა და კონგოში ებოლას აფეთქების შეკავება შესაძლებელი იქნება

გაერო იმედოვნებს, რომ უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შეკავება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოადგილემ, ფარჰან ჰაკმა „რია ნოვოსტის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება ადრე საერთაშორისო შეშფოთების მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამის შეკავება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ჰაკმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, ვირუსის მეზობელ ქვეყნებში გავრცელების რისკის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

გაეროს მზადყოფნაზე, აფრიკის სხვა ქვეყნებში ვირუსთან საბრძოლველად, ჰაკმა უპასუხა: „ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს შტამი შეიძლება ასე შორს გავრცელდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები