ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ბულგარეთის წარმომადგენელი გახდა.

მომღერალმა დარამ (დარინა იოტოვა) ქვეყანა ევროვიზიის რიგით 70-ე კონკურსზე სიმღერით Bangaranga წარადგინა და 516 ქულა დააგროვა.

დარამ 173 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ისრაელელ მუსიკოსს, ნოამ ბეტანს. მესამე ადგილი რუმინელმა შემსრულებელმა, ალექსანდრა კეპიტენესკუმ დაიკავა.

ბოლო ადგილზე კი გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდა, რომელსაც მუსიკოსი Look Mum No Computer (სემ ბატლი) წარადგენდა – მან მხოლოდ 1 ქულა მიიღო.

ევროვიზია 2026-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: დანია, ისრაელი, ბელგია, ალბანეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ავსტრალია, სერბეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მოლდოვა, ფინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, შვედეთი, კვიპროსი, ნორვეგია, რუმინეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და მასპინძელი ავსტრია.

Rehearsal Images: Satoshi performing Viva, Moldova! for Moldova during the Second
Rehearsal at Wiener Stadthalle, Vienna 2026

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები