ტრამპის განცხადებით, ირანზე დარტყმებს მოკავშირეების თხოვნით გადადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით, სამშაბათისთვის ირანზე დაგეგმილ თავდასხმებს გადადებს.

მისი თქმით, „მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები და მიღწეული იქნება შეერთებული შტატებისთვის მისაღები შეთანხმება“.

„ეს შეთანხმება, რაც მთავარია, მოიცავს პუნქტს: არანაირი ბირთვული იარაღი ირანს! ზემოხსენებული ლიდერებისადმი პატივისცემის ნიშნად, მე მივეცი მითითება ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, თუმცა, ამავდროულად, დავავალე მათ, მზად იყვნენ ირანზე სრულმასშტაბიანი, ფართო იერიშის მისატანად ნებისმიერ წამს, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები