6 დაღუპული და 8 დაშავებული – თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

თურქეთში, მერსინის პროვინციაში, რესტორანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

თურქული საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც შეიარაღებული პირი დაწესებულებაში შეიჭრა და მომხმარებლებს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ორ მხარეს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდასხმის შემდეგ, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რეგიონში თავდამსხმელის მოსაძებნად და მის დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები