იტალიელი ისტორიკოსი და მწერალი – ფრანჩესკო ტრეჩი თბილისში ახალ წიგნს – „საქართველოს“ წარადგენს
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიელი ისტორიკოსისა და მწერლის, ფრანჩესკო ტრეჩის საჯარო ლექციისა და წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, იტალიელ მწერალს ამჯერად თბილისი უმასპინძლებს.
„მეგობრებო! გელოდებით ყველას ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე თბილისში, 19 მაისს, 5 საათზე.
მის: საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკის III კორპუსი“, – წერს თავად ფრანჩესკო ტრეჩი ფეისბუქის გვერდზე.
ფრანჩესკო ტრეჩი მრავალი წელია აქტიურად იკვლევს საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ქართულ ენას. მისი წიგნი „საქართველო“ საქართველოს მრავალმხრივ წარმოჩენას ემსახურება და აერთიანებს ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და ვიზუალურ მასალას.