“ბავშვი თავგატეხილია” – 20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს

20 დღის ახალშობილის ოჯახი ბათუმის იაშვილის კლინიკას გაუფრთხილებლობასა და ბავშვისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ბავშვის მამა “ტვ პირველთან“ აცხადებს, ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, თუმცა ბავშვს თავზე ტრავმა აქვს მიღებული, რასაც ოჯახს აბრალებენ.

„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და გვაბრალებენ ოჯახს“, – განაცხადა ახალშობილის მამამ.

მომხდარზე ისაუბრა ოჯახის ახლობელმაც.

“დაზიანება მიაღებინეს ამათ, თუმცა ოჯახს აბრალებენ. ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.

როგორც “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 20 დღის ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

ჩვილი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები