აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა

აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ავრცელებს.

მისი თქმით, ვადის ეს გახანგრძლივება უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და აშშ იმუშავებს ამ ქვეყნებთან, რათა საჭიროებისამებრ კონკრეტული ლიცენზიები გასცეს.

„აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული.

ვადის ეს გახანგრძლივება უზრუნველყოფს დამატებით მოქნილობას და ჩვენ ვიმუშავებთ ამ ქვეყნებთან, რათა საჭიროებისამებრ გავცეთ კონკრეტული ლიცენზიები. აღნიშნული გენერალური ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ფიზიკური ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ენერგეტიკულად ყველაზე მოწყვლადნი არიან.

ეს ასევე დაეხმარება არსებული მიწოდების გადამისამართებას იმ ქვეყნებისკენ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რაც შეამცირებს ჩინეთის შესაძლებლობას, დააგროვოს ფასდაკლებული ნავთობის მარაგები“, – აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები