ინგლისში უცნაური არსების ჩონჩხი იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ქალაქ ლანკაშირში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის იატაკში საკმაოდ უცნაური არსების ჩონჩხი იპოვეს, რომელიც დაფარული იყო თხელი პარკისებური აპკით. სახლის მეპატრონემ, 55 წლის ქევინ რიმ, რომელიც სამზარეულოში ელექტროგაყვანილობის ქსელებს ცვლიდა, იატაკის ფიცრებს შორის პატარა ჩონჩხი იპოვა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში გადაიტანეს. მალე ძიებაში დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ჩაერთნენ. კვლევის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, მათ შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ძალოვანები ფლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები