წყალი მზეზე ადრე გაჩნდა
ამერიკელ და ბრიტანელ მეცნიერთა ერთობლივი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მზის სისტემაში არსებული წყლის მასა, თვით მზის სისტემაზე ადრე გაჩნდა. ნასას თანამშრომლებმა სამეცნიერო კვლევის დეტალები ჟურნალ ,,Science“-ში გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც პლანეტარულმა სისტემებმა ჩამოყალიბება დაიწყეს, წყალი ვარსკვლავურ ნისლეულებში ყინულის ნატეხების სახით არსებობდა. მზის, როგორც ცენტრალური ვარსკვლავის ჩამოყალიბების შემდეგ, წყალი რამდენიმე პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირზე მოხვდა, რამაც საფუძველი დაუდო მომავალი სასიცოცხლo პროცესების ჩამოყალიბებას.