კიევში დეპუტატი წითლად შეღებეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს

კიევში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ВАРТА КИЄВА“-ს აქტივისტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისული დეპუტატი ვიქტორ პილილიშინი დაიჭირეს და წითლად შეღებვის შემდეგ სანაგვე ურნაში ჩააგდეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია ორგანიზაციის წევრებმა თავიან ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს. „კორუფციონერი-ფალსიფიკატორი ვიქტორ პილილიშინი, რომელმაც 16 იანვარს დიქტატორულ კანონებს ხმა მისცა, დღეს მშვიდად ცდილობდა დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებას, თითქოს ქვეყანაში რევოლუცია არც კი ყოფილა. ამჟამად საზოგადოებრივი აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მორიგეობენ, ამ გზით ისინი ცდილობენ ბინძური პოლიტიკოსები კომისიაში არ შეუშვან “ – ნათქვამია ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები