უკრაინელი ჟურნალისტი კიმ კარდაშიანს თავს დაესხა (ვიდეო)

სკანდალურად ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიქტორ სედიუკმა თავის ვარსკვლავურ მსხვერპლთა სიას ფოტომოდელი და მსახიობი კიმ კარდაშიანი შემატა. შემთხვევა დღეს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მოხდა, სადაც კარდაშიანი მეუღლესთან ქენი უესტთან ერთად იმყოფებოდა. კარდაშიანი ავტომობილიდან გადმოდიოდა, როდესაც სედიუკი მას ეცა და მოდელის წაქცევა მოინდომა. სიტუაციის განმუხტვა კიმის დაცვამ მოახერხა, რომელმაც უკრაინელი ძალზე შეშინებულ კარდაშიანს ჩამოაცილა. Fox News-ის ინფორმაციით, ამ ინციდენტის გამო სედიუკი არ დაუკავებიათ.
უკანასკნელად ვიქტორ სედიუკი 28 მაისს ფილმ „მალეფისენტა“-ს პრემიერაზე ბრედ პიტსს დაესხა თავს. ამის გამო 5 ივნისს ლოს-ანჟელესის სასამართლომ მას 3 წლით პირობითი პატიმრობა და გამოსასწორებელი საზოგადოებრი სამუშაო მიუსაჯა. სასჯელის პირობის თანახმად, ვიქტორი 17 დღის მანძილზე ქალაქის ტუალეტებს წმენდდა და გაზონებს კრეჭდა. ამის შემდეგ სკანდალურმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სურდა მთლიანად შეეცვალა თავისი ცხოვრება. მისი განცხადებით უახლოეს მომავალში აშშ-ს დატოვებას და ლონდონში მოდელის კარიერის დაწყებას გეგმავდა.
სხვადასხვა წლებში სედიუკმა მრავალი თავსატეხი გაუჩინა ვარსკვლავებს: ცდილობდა მოჰხვეოდა ბრედლი კუპერსა და ლეონარდო დი კაპრიოს, სურდა ეკოცნა უილ სმიტისა და ბრედ პიტისათვის, კაბის ქვეშ შეუძვრა მსახიობ ამერიკ ფერერას. თავის ექსცენტრიული გამოხტომების გამო უკრაინელი თავის დროზე ტელეარხ „1+1“-დან გაანთავისუფლეს, სადაც რეპორტიორად მუშაობდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NoLFjA2KXik” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები