ბრიტანელი მეცნიერები: ქვედაბოლოს ზომა მკერდის კიბოს რისკზე მიუთითებს

ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ქალის ქვედაბოლოს ზომების ცვლილებამ, შესაძლოა კიბოს განვითარების რისკის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული მედია-კორპორაცია „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ლონდონის საუნივერისტეტო კოლეჯის მკვლევარ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც 25 წლის ასაკის გადალახვის შემდეგ ყოველ ათ წელიწადში ზომაში იმატებენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი 33 %-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, რომლებმაც იგივე ზომები შეინარჩუნეს. ბრიტანელ მეცნიერთა დასკვნის თანახმად, იმავე პერიოდში ორი ზომით მომატება უკვე კიბოს რისკის 77 %-ით ზრდაზე მიუთითებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ქვედაბოლოს ზომა, რომელსაც 20 წლის ასაკში ატარებდით, შესაძლოა მარტივ და ეფექტურ ამთვლელ ინდიკატორად გამოგადგეთ კიბოს რისკის შესაფასებლად. მეცნიერებს ამ დასკვნების გაკეთებაში მასობრივი კვლევა დაეხმარა. კვლევაში 50-60 წლის ასაკის 90 ათასმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. სამი წლის განმავლობაში, როცა ეს კვლევა ხორციელდებოდა, ამ ჯგუფიდან სულ 1090 ქალბატონს გამოუვლინდა მკერდის კიბო. „ ჩვენ ვიცით, რომ მკერდის კიბოს შემთხვევების 40 % -ის თავიდან აცილება ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა დიდი ფიზიკური დატვირთვის თავიდან აცილება და ზედმეტ წონასთან ბრძოლა“, – აცხადებს მეცნიერთა ჯგუფის მკვლევარი საიმონ ვინსენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები