სოფელ საღოლაშენში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ საღოლაშენში შიდა გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტობეტონის საფარის მოწყობას სავალ ნაწილზე. ამ ეტაპზე ხორციელდება რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები