გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა

გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.

მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

ქალაქის ქუჩებში მსვლელობას, რომელსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

მსვლელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან დასრულდა.

დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით პირველად გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები