ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა და საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა და საზეიმო მსვლელობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდნენ.

„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის, ურთიერთპატივისცემისა და სამშობლოს სიყვარული.

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღესასწაულს და თითოეულ ოჯახს მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები