ონში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა
ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოსტუმირებულ მსვლელობაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი “ორბა” მონაწილეობდა.
ანსამბლის წევრებმა ეროვნული სამოსით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც საქართველოს ისტორიულ -კულტურულ მემკვიდრეობისადმი პატივისცემას გამოხატავს.
სამოსი ხალხის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესის გარემო-პირობების საფუძველზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებილ საზეიმო მსვლელობას შუერთდა.
“განსაკუთრებული სიამაყით ვუერთდები ამ ლამაზ ტრადიციას. ჩვენი სამოსი მხოლოდ ტანსაცმელი არ არის ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ქართული იდენტობის ნაწილია.
ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს და მადლობას გიხდით, რომ ერთად ვინარჩუნებთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.”- აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.