სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა როგორც გზის სავალ ნაწილზე, ასევე მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1101 გრძ. მეტრი ასფალტობეტონის საფარის დაგება 4 მონაკვეთზე. ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა როგორც გზის სავალ ნაწილზე, ასევე მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზა #4 და #5-ზე მისაყრელი გვერდულების მოსაწყობი სამუშაოები და გზა #2-ზე მიმდინარეობს საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
პროექტი ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები