ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს არხის მოწყობა რკინაბეტონის 1000 მმ დიამეტრის მილებით.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 100 მ-მდე სიგრძის დახურული სანიაღვრე არხი. რკინაბეტონის სწორკუთხა კიუვეტი დაიხურება რკინაბეტონის ფილით და დარჩენილი სივრცე შეივსება ქვიშახრეშოვანი ნარევით.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო ქონსტრაქშენი“