ვიკინგური მახვილების საიდუმლო
ნორვეგიასა და დანიაში არქოლოგიური გათხრების შედეგად მეცნიერებმა იპოვეს დაახლოებით 70 მახვილი, რომელიც ვიკინგების პერიოდს განეკუთვნება. იარაღის ზუსტი დათარიღება ვერ მოხერხდა, თუმცა ისინი განეკუთვნება მე-9, მე-11 საუკუნეებს. აღსანიშნავია, რომ ვიკინგების მახვილები სუფთა ლითონისგან არის დამზადებული, თუმცა მსგავსი ტექნოლოგიას კაცობრიობამ მხოლოდ 800 წლის შემდეგ მიაღწია.
გაცნობებთ, რომ მსგავსი ტექნოლოგიის მისაღწევად საჭიროა ლითონის გალღობა 3000 გრადუსამდე, მხოლოდ ამის შემდეგ სცილდება მას ყველა მინარევი და შლაკი, ემატება ნახშირბადი და მარგანეცი, რათა ფოლადი უფრო მყიფე და მყარი იყოს. ყოველივე ზემოთ აღწერილის ტექნოლოგიური პირობების შექმნა შეიძლება მხოლოდ თანამედროვე მეტალურგიულ ქარხნებში, მაგრამ ლითონები დამზადებულია პრიმიტიული სამჭედლოების ეპოქაში, სადაც ვერ იღებდნენ მსგავსი დნობის ტემპერატურას. დანიელი მეცნიერების განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიოს არქეოლოგია მსგავსი ტიპის ნიმუშებს, უცნაურ იარაღებსა და შენადნობებს აწყდება.